HOTEL IMPERIAL HOUSE
სასტუმრო „იმპერიალ ჰაუსი“ გაიხსნა 2019 წელს, დიდი შემართებით, სიყვარულით და რაც მთავარია, მონდომებული და პროფესიონალი გუნდით, რომელიც ორიენტირებულია კმაყოფილ სტუმარზე.
ყველა ტიპის სტუმარზე მორგებული მაღალი დონის მომსახურება, მთელ სასტუმროში უფასო WI-FI, კონდიცირების და გათბობის სისტემები, საერთაშორისო არხები, სხვადასხვა კატეგორიის ოთახები, ბუფეტის ტიპის საუზმე ყველა ტიპის სტუმარს დააკმაყოფილებს.
სასტუმრო მოიცავს ფინურ საუნასა და 24 ნომერს: სტანდარტს, სუპერიორს, დელუქსს და საოჯახო ნომრებს დაკომპლექტებულს მინი ბარებით, ტელეფონებით, უმეტეს ოთახში აივნებით ან ტერასით, უფასო პატარა ავტოსადგომით და ა.შ.
ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა – ადგილმდებარეობაა. უშუალოდ ქალაქის შუა გულში, ძველ თბილისში. ტურისტული ზონის ცენტრში. 5 წუთის ფეხით სავალზე რუსთაველის ქუჩიდან, გოგირდის აბანოებიდან, თავისუფლების მოედნიდან და შარდენის ცნობილი ქუჩიდან, სადაც განთავსებულია ყველა ღირსშესანიშნაობა: სამლოცველოები, ბარები, რესტორნები, თეატრები, კინოები, უძელესი ძეგლები, მაღაზიები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ. ის ყველაფერი რაც ვიზიტორმა აუცილებლად უნდა მოინახულოს ჩვენს ქალაქში სტუმრობისას.
ჩვენი სასტუმრო მისაღებია, როგორც ბიზნეს სტუმრებისთვის, ასევე ახალ დაქორწინებულთათვის და ოჯახების დასასვენებლად.
ჩვენი პრიორიტეტია კმაყოფილი სტუმარი და საოჯახო ატმოსფერო!